Posts

ფრთხილად, მანიპულაცია!

Image
ფსიქოლოგიური მანიპულაცია ყველასთვის ნაცნობი ფენომენია. ადამიანები მას ყოველდღიურ რეჟიმში ვაწყდებით, თუმცა ყოველთვის როდი ვიაზრებთ, რომ მანიპულაციის მსხვერპლი ვართ.  მანიპულაცია წარმოადგენს  სხვა ადამიანზე მიზანმიმართულ და დაგეგმილ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ.  ძალადობასა და ტოქსიურ ურთიერთობებზე სპეციალიზებული ამერიკელი ფსიქოთერაპევტის, შერი სთაინის აზრით, მანიპულაციას ის ადამიანები მიმართავენ, რომელთაც რაიმე მიზეზის გამო არ სურთ, არ შეუძლიათ ან არ აქვთ უფლება პირდაპირ ითხოვონ ის, რაც უნდათ ან სჭირდებათ. სთაინი დარწმუნებულია, რომ მანიპულატორთა მიზანს სხვა ადამიანების ქცევის გაკონტროლება წარმოადგენს.   მანიპულაციის თემა ღრმა და მრავალმხრივია, შესაბამისად, ბლოგ-პოსტში  მისი ამომწურავად მიმოხილვის იდეაც არარეალისტურია, თუმცა, მაინც ვეცდები, მოკლედ აღვწერო მანიპულაციის ანატომია და პიროვნებათაშორის ურთიერთობებში მისი ყველაზე ხშირი გამოვლინებები. ოღონდ იქამდე, მანიპულაციის თემასთან დაკავშირებული რამდენიმე მითი გავაქარწყლოთ.  საკმაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ

ემოციური ინტელექტი ვირტუალურ კომუნიკაციაში

Image
    პანდემიის გამო ფიზიკურად ერთმანეთს დაშორებული ადამიანების   დიდ ნაწილს კვლავ გვიწევს სწავლა, მუშაობა, პირადი თუ საქმიანი კომუნიკაცია - ურთიერთობა თანამშრომლებთან, დონორებთან, პარტნიორებთან, ბენეფიციარებთან, მეგობრებთან და ნათესავებთან. ალბათ წარმოდგენაც გვიჭირს, რა გამოწვევების წინაშე იდგებოდა დღეს კაცობრიობა ინტერნეტის გარეშე. თუმცა, ვირტუალურ კომუნიკაციას, ისევე, როგორც რეალურს თავისი გამოწვევები და სპეციფიკა აქვს.   უფრო მეტიც, ვირტუალური კომუნიკაცია ხშირად დამატებით გამოწვევებს ქმნის   და შესაბამისად, დამატებით ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ალბათ ვინმე სხვა დაწერს იმაზე, თუ როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ ვირტუალური სივრცე საქმიანი წარმატებისთვის თუ უზადო შთაბეჭდილებების მოსახდენად, მე კი ამ პოსტში ვირტუალური კომუნიკაციის ემოციურ და ეთიკურ მხარეებს შევეხები. ვფიქრობ, პირველ რიგში მართებულია აღვნიშნოთ, რომ ე.წ. “თვალის კონტაქტის” არარსებობის გამო ვირტუალური სივრცე აზრის უფრო პირდაპირ და მოურიდებლად გამოხატვის სითამამეს გვაძლევს, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რა

რით დავაკავოთ ბავშვები - რჩევები და რესურსები მშობლებისათვის

Image
მაშინ , როდესაც ქვეყანაში შეჩერებულია ბაღებისა და სკოლების ფუნქციონირება , ყველა სხვა საფიქრალთან ერთად მშობლებს კიდევ ერთი დიდი საფიქრალი დაემატათ , უფრო სწორედ სამი : რითი დააკავონ სახლში ჯდომას შეუჩვეველი ბავშვები ? როგორ შეუწყონ ხელი მათ განვითარებას სახლში ყოფნის პერიოდში ? თავად როგორ მოახერხონ დისტანციურ რეჟიმში მუშაობა ბავშვების სახლში ყოფნის პირობებში ?  მოცემული პოსტი შემდეგნაირად იქნება სტრუქტურირებული : ჯერ ზოგადად ვისაუბრებ ამა თუ იმ ასაკის ბავშვების რეჟიმთან დაკავშირებით არსებულ რეკომენდაციებზე , შემდეგ კი შემოგთავაზებთ სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილ და სხვადასხვა მიზნობრიობის მქონე აქტივობებს . ცხადია , ინტერნეტში არსებული რესურსები ამოუწურავია , ამიტომ ვარიანტების შემოთავაზებისას მხოლოდ ერთ ან რამდენიმე ბმულს შემოგთავაზებთ . მოგეხსენებათ , youtube  თავად შემოგთავაზებთ დამატებით ვარიანტებს . დამატებით იდეებსა და მკითხველებისგან მიღებულ შემოთავაზებებს აუცილელად ჩავამატებ